ჩვენს შესახებ
კომპანია, bbstore ქართულ ტიპოგრაფიებზე დაფუძნებული ბრენიდა, რომელიც 2016 წლიდან ფუნქციონირებს და აწარმოებს ქართულ პროდუქციას. ბრენდის კონცეფცია დაფუძნებულია ტრადიციულ, ქართულ მოტივებზე, რომელშიც გაერთიანებულია უნიკალური სიტყვები, ძეგლები და ქართული ანბანის სიმბოლოები.
ჩვენი მოტივაცია, ქართული, ეროვნული თემატიკის პოპულარიზაცია და მათი საერთაშორისო ბაზარზე გაყიდვაა. ვებ გვერდის საშუალებით, bbstore.ge-ზე შეგიძლიათ შეიძინოთ უმაღლესი ხარისხის მაისურები, ჩანთები, შარფები, ჰუდები, საწვიმრები, ქუდები და პანამები.
კომპანიის პროდუქცია იწარმოება და იბრენდება საქართველოში და გამოირჩევა უნიკალურობით და ექსკლუზიურობით.
BB store-ის ტიპოგრაფიები დაცულია საავტორო უფლებებით, დიზაინერ ბექა ბერიძის მიერ.