ბბ სთორი-მ მიმართა სასამართლოს ‘’თავისუფლების’’ დასაბრუნებლად.
რამდენიმე თვის წინ ‘’ბბ სთორიმ“ მიიღო წერილი, რომლითაც ჩვენგან ითხოვდნენ სიტყვის „თავისუფლება“ გამოყენების შეწყვეტას. ამ სიტყვას ბექა ბერიძის ტიპოგრაფიით ვიყენებდით წლების განმავლობაში. ძალიან ბევრი ადამიანი გვეკითხებოდა, რატომ შევწყვიტეთ სიტყვის „თავისუფლება“ გამოყენება და რას ვაპირებდით მომავალში.
საჯაროდ არ ვავრცელებდით ამ ინფორმაციას, მაგრამ ვემზადებოდით „თავისუფლების“ დასაბრუნებლად. მოვამზადეთ სარჩელი, რომელიც უკვე თბილისის საქალაქო სასამართლოს წარმოებაშია.
დავიწყეთ ბრძოლა, ვინაიდან ვერ დავეთანხმებით თავისუფლების შეზღუდვას. ჩვენთვის მიუღებელია სიტყვის ‘’თავისუფლება’’ გისოსებში ჩასმა და მისი გამოყენების შეზღუდვა ჩვენთვის ან ნებისმიერი სხვა პირისთვის. თავისუფლება ყველასია და დაუშვებელია მისი მისაკუთრება ერთი პირის მიერ.
„ბბ სთორის“ ინტერესებს იცავს იურიდიული კომპანია NB Legal-ის პარტნიორი, ადვოკატი ლევან ნანობაშვილი.
„ბბ სთორიმ“ დაიწყო ბრძოლა, რომელსაც აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ! პერიოდულად მოგაწვდით ახალ ინფორმაციას ბრძოლის მიმდინარეობის შესახებ.