ემოციური კონცეფციით დატვირთული ბრენდი, სახელად BB Store ქართულ ბაზარზე დაახლოებით ერთი წლის წინ გამოჩნდა. ახალგაზრდა ქართველმა ენთუზიასტების ჯგუფმა აქტიური და თავისუფალი ადამიანებისთვის დაარსა ახალი ტიპის ქართული ეტიკეტი, რომელიც აკმაყოფილებს ყველა ასაკის ქალისა და მამაკაცის საჭიროებებს.
BB Store- ის გუნდი ქალისა და მამაკაცის აქსესუარებთან ერთად, საინტერესო პროდუქტს ბავშვებისთვისაც ქმნის.
ბრენდი გამოირჩევა მაღალი ხარისხითა და ექსკლუზიურობით. ნამუშევრები მოიცავს ტრადიციული ქართული მახასიათებლების ნიმუშებს. სპეციალური ფერები, უნიკალური სიტყვები, ძეგლები და ქართული ანბანის სიმბოლოები ერთადაა გაერთიანებული ბრენდის წარმოებაში.
BB Store-ს მიზანია პროდუქციის საერთაშორისო ბაზარზე გაყიდვა.
ემოციური კონცეფციიდან გამომდინარე ბრენდი გაძლევთ საშუალებას სასურველი ნივთი საჩუქრად ქართველ ემიგრანტებსაც გაუგზავნოთ, ისინი თქვენს საჩუქარს სხვადასხვა საერთაშორისო საკურიერო კომპანიის მეშვეობით მიაწვდიან ადრესატს.
ბრენდი ბიუჯეტურია და მომხმარებელს სასურველი პროდუქტის გამოწერა ხელმისაწვდომ ფასად შეუძლია.
განსხვავებული სამოსი და აქსესუარები განსაკუთრებული საჩუქარია საყვარელი და ძვირფასი ადამიანებისთვის.